მენიუ
Your Cart

სპილოუ

სპილოუ 2016 წელს, სამი დედის მიერ მათი 6 ცელქი შვილის შთაგონებით დაარსდა. თითოეულ სპილოუს პროდუქტს საკუთარი კონცეფცია და ისტორია აქვს. სპილოუს ტანსაცმელი ხელს უწყობს როლურ თამაშებს, რათა ბავშვებმა გამოიყენონ მათი შემოქმედობითობა, განუვითარდეთ წარმოსახვის უნარი და მოხერხებულობა. ბავშვობაში ხშირად გვესმოდა დარიგებები სახლშიც და სკოლაშიც: “ნუ დარბიხარ, დაეცემი და დაისვრები”. უფროსებს ერჩივნათ, რომ ბავშვებს მშვიდი თამაშები ეთამაშათ, განსაკუთრებით თუ ისინი ლამაზ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. დღევანდელ მშობლებს სხვა ღირებულებები აქვთ. ბრენდს სჯერა, რომ თამაშის დროს ბავშვები ბევრს სწავლობენ და მომავალი გამოწვევებისათვის ემზადებიან. სპილოუ ცდილობს წააქეზოს ბავშვები, რომ ირბინონ ფეხშიშველა, თუ დაეცემიან, დამოუკიდებლად წამოდგნენ, შეგიძლია იყო ცელქი – ეს არის ბრენდის დევიზი. სპილოუს მიზანია გაუზიაროს სხვა დედებს ეს ფილოსოფია. სპილოუ ქმნის ტანსაცმელს, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანებისათვის, რომელთაც უყვართ თავგადასავლები. ბავშვების ცნობისმოყვარეობაა, რაც ბრენდს შთააგონებს შექმნას ტანსაცმელი, რომელიც ერთნაირად მოსწონთ ბავშვებსა და უფროსებს. სპილოუს კაბები და ჟაკეტები, ჯემპრები და მაისურები არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ის ბავშვების თავგადასავლების ნაწილია.

ბრენდი: სპილოუ
შემადგენლობა: 65% ბამბა, 35% პოლიესტერი..
85.00 ₾
დინო ჟაკეტი მწვანე დინო ჟაკეტი მწვანე
არ არის მარაგში
ბრენდი: სპილოუ
შემადგენლობა: ბამბა/პოლიესტერი..
50.00 ₾
ნაჩვენებია 1 დან 12 მდე 18 (2 გვერდი)