მენიუ
Your Cart

წესები და პირობები

წესები და პირობები

ანოვანო მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ პლათფორმას, მათ შორის ვებ-გვერდზე არსებულ ყველა ინფორმაციას, ინსტრუმენტებსა და სერვისებს, რომლებიც შესაძლოა გამოიყენოს მომხმარებელმა ყველა ქვემოთ ხსენებულ წესებსა და პირობებზე თანხმობის დაფიქსირების შემდეგ. 

ზოგადი წესები და პირობები ვრცელდება, ვებ-გვერდის მოხმარებას ან/და მომხმარებლის მხრიდან გაკეთებულ ნებისმიერ შეკვეთაზე. შესაბამისად, მომხმარებელი რომელიც გააკეთებს შეკვეთას ავტომატურად ეთანხმება კომპანიის სავაჭრო წესებსა და პირობებს, რომელსაც გაეცნო შეკვეთის გაკეთებამდე. აღნიშნული წესები და პირობები ვრცელდება ნებისმიერი სახის მომხმარებლზე, მათ შორის ბრაუზერებზე, მერჩანტებზე, მომხმარებლებზე ან/და აღნიშნული კონტენტის შემქმნელებზე.

გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით გაეცანით წესებსა და პირობებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ჩვენს წესებსა და პირობებზე თანხმობას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს, მაშინ არ გაქვთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის უფლება. თუ გააგრძელებთ ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებას ან შეუკვეთავთ ნებისმიერ პროდუქციას, ჩვენთვის ეს იქნება წესებსა და პირობებზე თანხმობის ტოლფასი.


ნაწილი 1 - ინტერნეტ მაღაზიის პირობები

ამ მომსახურების პირობებზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ რომ ხართ 18 წლის ან მშობლის/მეურვის თანხმობით/მეთვალყურეობის ქვეშ იყენებთ მოცემულ ვებ-გვერდს. თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ჩვენი პროდუქტები რაიმე უკანონო ან არასანქცირებული ქმედების ჩადენის მიზნით. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომელიმე ვებ-გვერდზე ატვირთოთ, გაავრცელოთ, ან სხვა გზით გამოაქვეყნოთ ისეთი სახის ინფორმაცია ან სხვა მასალა, რომელიც არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას. არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად. შეიცავს ვირუსებს, მახეებს, Worm-ს ან სხვა საზიანო კოდებსა და საკუთრებას. რომელიმე პირობის დარღვევა გამოიწვევს თქვენი მომსახურების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.


ნაწილი 2 - ზოგადი პირობები

ამ მომსახურების პირობებზე დათანხმებით, თქვენ ეთანხმებით, რომ არ მოახდენთ მომსახურების ნებისმიერი ნაწილის რეპროდუქციას, დუბლირებას, კოპირებას, გაყიდვას, გადაყიდვას ან ექსპლუატაციას. დაუშვებელია ჩვენი თანხმობის გარეშე ვებ-გვერდის კომერციული მიზნებისათვის გამოყენება. 

ანოვანო იტოვებს უფლებას, უარი თქვას მომსახურებაზე რაიმე მიზეზით, ნებისმიერ დროს.


ნაწილი 3 - ვებ-გვერდზე რეგისტრაცია

ვებ-გვერდის სარგებლობისათვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. მომხმარებელს აქვს საშუალება გაიაროს რეგისტრაცია, მოთხოვნილი ინფორმაციის შევსებით ან მარტივად დარეგისტრირდეს ღილაკზე ერთი თითის დაჭერით, ფეისბუქით და გუგლით ავტორიზაციის გამოყენებით. 

მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება, პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურობა. იმ შემთხვევაში, თუ შეიტყვეთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პაროლის და პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული გამოყენების შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ აღნიშნულის შესახებ. 


ნაწილი 4 - შეკვეთა

იმისათვის, რომ განახორციელოთ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქციის შეძენა, აუცილებელია თქვენი ზუსტი პირადი მონაცემები. უნდა მოგვაწოდოთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და სხვა ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად. ასევე, უნდა წარმოადგინოთ ინფორმაცია გადახდის დეტალების შესახებ, რაზეც იძლევით გარანტიას, რომ ის არის მოქმედი, სწორი და ბრძანდებით პიროვნება, რომელიც მითითებულია ინვოისის მისამართში.

შეკვეთის გაკეთება 

მომხმარებელს შეუძლია შეკვეთის გაკეთება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.

შეკვეთის პროცესი შედგება 6 თანმიმდევრული ეტაპისგან. პროდუქტის შერჩევისა და კალათაში მოთავსებული პროდუქტის სიზუსტის შემოწმების შემდეგ, მომხმარებელმა უნდა:

1. აირჩიოს შერჩეული პროდუქტის ფერი, ზომა და ა.შ. ვებ-გვერდზე - www.anovano.ge

2. მიუთითოს პროდუქტის სასურველი რაოდენობა

3. გაიაროს ავტორიზაცია/რეგისტრაცია, მომხმარებლის სახელის, პაროლისა და სხვა მოთხოვნილი ინფორმაციის შეყვანით

4. მიუთითოს ზუსტი მისამართი (სადარბაზო, სართული, ბინის ნომერი)

5. მიუთითოს მიწოდების მეთოდი

6. მიუთითოს გადახდის მეთოდი

გადახდის მეთოდის არჩევისთანავე, მომხმარებელმა უნდა შეასრულოს გადახდის ოპერაცია ჩვენს უსაფრთხო სერვერზე, რის შემდეგაც მიიღებს გაყიდვების ხელშეკრულებას. ამ დოკუმენტში მითითებული იქნება შეძენილი პროდუქტის ნომერი, ფასი და აღწერილობა. პროდუქტის დაბრუნდების ან რაიმე გაურკვევლობის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იხელმძღვანელოს აღნიშნული დოკუმენტით.

შეკვეთის დადასტურება

შეკვეთის გაკეთებისთანავე მომხმარებელს ავტომატურად ეგზავნება დამადასტურებელი  ელ. ფოსტა. (მოქმედი ელ-ფოსტის მისამართი სწორად უნდა იყოს მითითებული მონაცემებში). მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს იმ ინფორმაციის სისრულე და შესაბამისობა, რომელსაც იგი აწვდის ანოვანო-ს. ეს უკანასკნელი ვერ აგებს პასუხს არასწორად შეყვანილ მონაცემებსა და შედეგებზე. 

შეკვეთის შესრულება

მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეამოწმოს მისი შეკვეთის სტატუსი, ანოვანოს საიტზე „ჩემი ანგარიშის“ სათაურით. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა თვალი მიადევნოს თუ რა ეტაპზეა შეკვეთილი პროდუქტი. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუკავშირდეს ანოვანოს გაყიდვების განყოფილებას, რათა მიიღოს ინფორმაცია საკუთარი შეკვეთის შესახებ.

შეკვეთის შედეგი

კომპიუტერიზებული რეგისტრაციები, დაცული იქნება ანოვანოს კომპანიის ინფორმაციის სისტემებში ყველა შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით და ჩაითვლება მხარეებს შორის კომუნიკაციების, შეკვეთებისა და გადახდების მტკიცებულებად. 


ნაწილი 5 - პროდუქცია

პროდუქციის მახასიათებლები

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი, თუ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის ზუსტი, სრული ან ნამდვილი. ამ ვებ-გვერდზე განთავსებულია მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია და არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი საფუძველი. 

ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პროდუქტების მახასიათებლები და მასალა მოცემულია მომწოდებელთა მითითებით. შესაბამისად ანოვანო არ იღებს პასუხისმგებლობას მათ სიზუსტესა და სისწორეზე.

ანოვანო ცდილობს ვებ-გვერდზე მოცემული ფოტოები მაქსიმალურად ზუსტად აღბეჭდავდეს პროდუქტის რეალურ ფორმასა და ფერს, თუმცა შეიძლება შეინიშნოს მცირედი განსხვავებები რეალურ პროდუქტსა და ფოტოს შორის. 

პროდუქციის ხელმისაწვდომობა

ანოვანო ვალდებულია მიიღოს შეკვეთები, რომლებიც მიიღება მხოლოდ პროდუქციის მარაგის ფარგლებში. პროდუქტის ან პროდუქტების ხელმისაწვდომობის არარსებობის შემთხვევაში, ანოვანო ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს რაც შეიძლება სწრაფად. პროდუქციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმავე დღის განმავლობაში, გაყიდვების სისწრაფის დონის მიხედვით. 


ნაწილი 6 : ფასები

ფასები მითითებულია (ეროვნულ ვალუტაში) ლარებში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულ გადასახადს და მოქმედებს მხოლოდ მომხმარებლის მიერ გაგზავნილი შეკვეთის დადასტურების დღეს. ფასები აგრეთვე მოცემულია აშშ დოლარში. დოლარში მითითებული გადასახდელი ფასი გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის ექვივალენტია ლარში. 

ვინაიდან ანოვანო-ს მომწოდებლების მიერ დაწესებული ფასები მუდმივად იცვლება, ვებ-გვერდზე განთავსებული ფასები ასევე მუდმივად შეიცვლება.

გამონაკლისების გარდა, ფასებში არ არის გათვალისწინებული კურიერული მომსახურების საფასური, რაც მითითებული იქნება შეკვეთის საბოლოო დადასტურებამდე.

ჩვენი პროდუქციის ფასები შეიცვლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცალოთ ან შევწყვიტოთ მომსახურება (ან მისი რომელიმე ნაწილი ან შინაარსი), წინასწარი შეტყობინების გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით ან მომწოდებლის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციით, ჩვენ  ვიტოვებთ უფლებას, ამ შემთხვევაში უარი ვთქვათ ან შევაჩეროთ შეკვეთა, იმ შემთხვევაშიც, თუ შეკვეთა დადასტურებულია ან გადახდა განხორციელებულია.


ნაწილი 7: გადახდა

გადახდის საშუალებები

მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს ონლაინ რეჟიმში შეკვეთისას უცხოური და ქართული საბანკო ბარათებით: VISA/MASTERCARD. ასევე შესაძლებელია შეკვეთის საფასური ნაღდი ფულით გადახდა. მომხმარებელი გარანტიას აძლევს ანოვანოს კომპანიას, რომ მას აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს მის მიერ არჩეული გადახდის რეჟიმი შეკვეთის დადასტურების დროს. 

ანოვანო იყენებს  ყველა საშუალებას, რაც საჭიროა ინტერნეტის საშუალებით გადაცემული მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. 

ანოვანო იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან/და გააუქმოს შეკვეთა იმ შეთხვევაში თუ მომხმარებელს არ აქვს თანხა გადახდილი ან საბანკო ბარათზე შექმნილი შეფერხების შემთხვევაში.  

ინვოისი

მომხმარებელი ინვოისს მიიღებს შეკვეთის დასრულებისა და დადასტურების შემდეგ, ორიგინალი შენახული იქნება მომხმარებლის ონლაინ ანგარიშზე. ანოვანო ინახავს თითოეული ინვოისის ელექტრონულ მაგალითს.


საკითხი 8 - მიწოდება

გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს მიწოდების პოლიტიკას.


საკითხი 9 - კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


ნაწილი  10 - სხვა ვებ-გვერდები

ჩვენი ვებ-გვერდი შესაძლოა მოიცავდეს სხვა ვებ-გვერდებზე გადასასვლელ ბმულებს. თუ თქვენ გადამისამართდებით სხვა ვებ-გვერდზე, გთხოვთ გაეცნოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.


ნაწილი 11 - სამართლებრივი მხარე

თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ გამოვიყენებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივი დაცვის ყოველგვარ საშუალებას, ხელშეკრულების დარღვევისათვის. ამასთან, ყველა ხარჯი, რასაც კომპანია გასწევს, მათ შორის ადვოკატის ხარჯი, დაიფარება ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიერ. 

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც რაიმე სახით ეხება ანოვანო-ს ვებ-გვერდს, პროდუქტს ან მომსახურებას, გაყიდულს ან/და მიწოდებულს ჩვენ მიერ ან ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.

იმ შემთხვევაში, თუ წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტი გახდება ბათილი, ძალადაკარგული ან ნებისმიერი მიზეზით აღუსრულებელი, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად. აღნიშნული არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.


კონტაქტი

www.anovano.ge ვებ-გვერდთან დაკავშირებით არსებული ნებსიმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხებზე.