მენიუ
Your Cart

ჩვენ შესახებ

დიდი თავგადასავალი ჩვენთან ერთად იწყება!  

როდესაც მშობელი ხდები, სამყარო თითქოს იცვლება, ახალი აღმოჩენების ეტაპი დგება და სწორედ აქედან იწყება ძიების პროცესი - შენი შვილისთვის ხომ მხოლოდ საუკეთესო გინდა. 

ჩვენთვის, როგორც დედებისთვის, დიდი აღმოჩენა იყო რამდენიმე ქართული საბავშვო ბრენდის ხარისხი და გამორჩეულობა, ახალი ბრენდების ძიების პროცესში საოცარ ქართულ საბავშვო ხელნაკეთ ნივთებს წავაწყდით. ადგილობრივ მეწარმეთა უმეტესობას არ გააჩნდა ფართო აუდიტორიაზე გასვლისათვის საჭირო რესურსი. ასევე, არ არსებობდა ადგილი, სადაც ქართული საბავშვო პროდუქცია ერთ სივრცეში იქნებოდა თავმოყრილი. სწორედ აქ დაიბადა ანოვანოს იდეა!

საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით ამ კეთილი ჩანაფიქრის რეალობად ქცევა და შევქმენით ანოვანოს სამყარო! სივრცე, სადაც  ყველაზე კეთილ, თანამედროვე, ხარისხიან და გამორჩეულ საბავშვო პროდუქციას მოვუყარეთ თავი, სადაც ენთუზიაზმით სავსე შემოქმედები და მოსიყვარულე მშობლები ერთმანეთთან დავაკავშირეთ. 

ანოვანოს თავგადასავალი იწყება! იმედი გვაქვს სულ მალე ძალიან ბევრი მეგობარი გვეყოლება. 

P.S. არ გამოტოვოთ სიახლეები ჩვენი ფეისბუქისა და ინსტაგრამის ფერად გვერდებზე, გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები და შთაბეჭდილებები!  ★ ☆ ★

ანა და ნუცი