მენიუ
Your Cart

დაბრუნების პოლიტიკა

დაბრუნების პოლიტიკა

კომპანია ანოვანო პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის ფარგლებში საშუალებას გაძლევთ, პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი შემდეგი წესების დაცვით:

პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ ანოვანოს საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ.

პროდუქტის დაბრუნების პროცესის დაწყებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს გამოგზავნა ანოვანოს ელ. ფოსტის მისამართზე: contact@anovano.com). თუ პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეიცავს გარკვეულ ცვლილებას, ანოვანო უფლებას იტოვებს გადაამოწმოს მისი ნამდვილობა, შეაჩეროს პროდუქტის დაბრუნების პროცედურა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ანოვანო უფლებას იტოვებს შეწყვიტოს დაბრუნების პროცედურა.

ანოვანო პროდუქტის დაბრუნებას უზრუნველყოფს მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

პროდუქტის დაბრუნებისას ანოვანო ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან/და ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს, პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი, პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში. ყველა სხვა შემთხვევაში ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი. 

პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.


პროდუქტის დაბრუნება და მომხმარებელისათვის პროდუქტში გადახდილი თანხის 100%-ით ანაზღაურება შესაძლებელია თუ:

- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს

- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი

- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში

- მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა ანოვანოს მხრიდან

- პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია და დაუზიანებელია

- თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი


პროდუქტის დაბრუნების წესები არ ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:

- ჩვილისა და ბავშვის თეთრეული

- ბავშვის პირადი ჰიგიენის ნივთები და აქსესუარები

- საბავშვო სათამაშოები

- ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ნივთები

- განვადებით შესყიდული პროდუქტები


თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

კომპანია მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში.