მენიუ
Your Cart

თამაშის დრო

ბავშვის გარდერობი

აქსესუარები

ახალშობილი

ძილის დრო

ბავშვის ოთახი

თვის ბრენდები

 

ვუდსი

ბავშვობაში ვის არ უოცნებია ჯადოსნურ მოგზაურობაზე, ბრძოლებსა და ურჩხულების დამარცხებაზე. ვუდსი-ს ხის სათამაშო იარაღებით თქვენი პატარები ადვილად აღმოჩნდებიან თავგადასავლების თავბრუდამხვევ სამყაროში, სადაც მეკობრეები ოქროს ძიებაში აპობენ ზღვის ტალღებს, რაინდები იცავენ მზეთუნახავებს, რობინ ჰუდი კი სამართლიანობისთვის იბრძვის.

მარონიკუ

მარონიკუ თავისი განსაკუთრებული ნაქსოვი სათამაშოებით პატარების ცხოვრებას უფრო ხალისიანს ხდის. მარონიკუს ფერად სათამაშოებთან ერთად თქვენი შვილები ცხოველთა სამყაროში იმოგზაურებენ, უფრო ახლოს გაიცნობენ მათ, განივითარებენ წარმოსახვისა და შემოქმედებით უნარებს და ამასთანავე, პატარაობიდანვე ისწავლიან ცხოველების სიყვარულს.

 

 

ჩვენ შესახებ

ანოვანო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ქართულ საბავშვო პროდუქციას ერთ სივრცეში აერთიანებს. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ქართველ მეწარმეთა მიერ შექმნილი სათამაშოები, ტანსაცმელი, აქსესუარები, თეთრეული თუ სხვა მრავალი ხელნაკეთი და განსაკუთრებული ნივთი. ერთად გავხადოთ ქართული პროდუქცია უფრო მიმზიდველი!

მისია

ანოვანო წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეულ ქართული წარმოების საბავშვო პროდუქციას. ანოვანო ადგილობრივი საბავშვო ნაწარმის ხარისხისა და გამორჩეულობის წარმოჩენით, ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.